თეგი: აქცია თბილისში

აქციის მონაწილეები პარლამენტის გარშემო დაიძრნენ

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები პარლამენტის გარშემო დაიძრებიან. სამოქმედო გეგმა პროტეტის მონაწილეებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გააცნო. „მშვიდობიანად გადავდივართ, დავიძრათ და მოვაქციოთ ალყაში პარლამენტი, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა - რუსული ინტერესების გატარებას“, - აღნიშნა ვაშაძემ. მანვე აღნიშნა, რომ ხვალ იგეგმება სესია პარლამენტში და 9 მარტსაც ასევე უნდა მოხდეს მშვიდობიანი პიკეტი. ერთი სააათის წინ ვაშაძემ ხელისუფლებას მიმართა და ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევისკენ მოუწოდა. მოთხოვნათა შორის იყო, 7 მარტს აქციაზე „უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება“. ვაშაძის თქმით, ერთსაათიანი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა და მათ მოთხოვნებს მმართველი ძალა არ გამოხმაურებია.  

გიორგი გახარია პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა. ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ პრესსამსახურის ცნობით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი აქციაზე ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. გიორგი გახარიამ რუსთაველის გამზირი უკვე დატოვა.  

NATO თბილისში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ „NATO შეშფოთებულია თბილისში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტით“.  „საქართველოსთვის, როგორც NATO -ს ასპირანტისთვის, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სწორი ჩარჩო მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. ეს პროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია და არ შეესაბამება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზანს“, - წერს კოლომინა Twitter-ზე.  

ჰელსინკის კომისია ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონისთვის კენჭისყრაზე: საქართველოს დემოკრატიის დეგრადაციის გამოხატულებაა

ჰელსინკის კომისია საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური აგენტების” კანონპროექტისთვის პირველი მოსმენით დამტკიცებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კენჭისყრა და ის თუ როგორ ჩატარდა ის, საქართველოს დემოკრატიის დეგრადაციის გამოხატულებაა,  „გუშინ, „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მოულოდნელად ჩაატარა რუსული სტილის „უცხოური აგენტების" კანონპროექტზე კენჭისყრა. იგი აბსოლუტური უმრავლესობით დამტკიცდა; წინააღმდეგ მხოლოდ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მისცეს ხმა, ხოლო „ქართული ოცნების” ოთხმა პრინციპულმა დეპუტატმა თავი შეიკავა. კენჭისყრა და როგორ ჩატარდა ის, საქართველოს დემოკრატიის დეგრადაციის გამოხატულებაა. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი კანონად ჯერ არ ქცეულა, მმართველი პარტიის უხეში დაჟინებული მოთხოვნა მის პროგრესზე არის საგანგაშო და ასახავს მოსკოვის მზარდ ზეგავლენას თბილისში. შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობა, საბოლოო ჯამში, არის ქართველ ხალხთან და დემოკრატიასთან, რომელიც მათ წარმოადგენს”, - აღნიშნულია განცხადებაში.  

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ისევ წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა

საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ  ისევ წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა. მოქალაქეები პარლამენტის შესასვლელებთან არიან მობილიზებულები. პროტესტის მონაწილეებმა რკინის ჯებირები დაშალეს და კვერცხები ისროლეს. მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ „საპოლიციო ძალები მობილიზებულნი არიან თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ და აქციის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფენ“. „შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, ორგანიზატორებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. კენჭისყრას წინ უძღოდა ამერიკის საელჩოს განცხადება, რომ „დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა“.  კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: შავი დღე არის რადიკალური ოპოზიციისთვის უფრო ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის თანაშემწემ განაცხადა, რომ ეს არის კანონი, რომელიც ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს. პარალელურად, საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობდა პარლამენტთან. გვიან საღამოს, პოლიციამ პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან 66 პირი დააკავეს. 8 მარტს უწყებამ განაცხადა, რომ კიდევ 10 პირი დააკავა. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 28 თებერვალსაც. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით 2 მარტს გაკეთდა.  პრესსპიკერ ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი პროპაგანდა იყო, მათ შორის ის რომ, შემოთავაზებული წინადადება თითქოს ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას, რაც ნედ პრაისის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს პირველი კომენტარი იყო მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. ნედ პრაისის განცხადებითვე, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან.  ეს კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტები სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებსა და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, ასევე პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“. ინფორმაციისთვის, აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მოგვიანებით კი, მასში ცვლილებები შევიდა. თავდაპირველად, კანონი მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად შემოიღეს. მოგვიანებით, კანონში ცვლილება შევიდა და ახლა ის ძირითადად, უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებსა და ლობისტებზე ვრცელდება. შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განმარტა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას ეფუძნება. აშშ-ის განმარტებით, ამერიკული კანონი არ ახდენს გავლენას არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე ან დაფინანსების წყაროებზე. „FARA ძალიან ვიწროა და შექმნილია, რომ მხოლოდ უცხოეთის მთავრობების აგენტებს მოერგოს, რაც ძალიან განსხვავებული რამ არის და ამიტომ ვართ ამის გამო ასე შეშფოთებულები”, - განმარტა ნედ პრაისმა.

შალვა პაპუაშვილმა პარლამენტთან შეკრებილებს მიმართა

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია მისი განცხადებებით და გეგმებით ცდილობს მდგომარეობის გამწვავებას. „მივმართავ პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს, დარჩნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში. ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ რადიკალური ოპოზიცია მისი განცხადებებით და გეგმებით ცდილობს, ყველანაირად გაამწვავოს მდგომარეობა, წაიყვანოს მოქალაქეები კანონის დარღვევაზე და ამას ვხედავთ პირდაპირ ეთერში. „ნებისმიერი აზრი უნდა გამოითქვას კანონის ფარგლებში და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები, განსხვავებით რადიკალებისგან, სწორედ ამ საკითხს გააცნობიერებენ და ასე მიუდგებიან. ჩვენ ის თაობა ვართ, რომლებმაც ვნახეთ ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენიდან იმართებოდა ემოციებით და ამ ემოციებმა განაპირობა ალბათ ის, რომ აისბერგებით სავსე გეოპოლიტიკურ რეგიონში ყველა ყინულს მივეხეთქეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE”.  

ნედ პრაისი: კრემლისგან შთაგონებული ამ კანონპროექტების წინ წაწევა შეუთავსებელია ქართველი ხალხის მკაფიო სურვილთან

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ამ კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტების წინ წაწევა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობებს მის სტრატეგიულ პარტნიორებთან.  „როგორც გუშინ, ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოში მიმდინარე პროტესტებისა და მოვლენების ახლოდან დაკვირვებას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლებებს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ თავშეკავება გამოიჩინონ და თავიდან აირიდონ ესკალაციური ან ძალადობრივი ქმედებები და პატივი სცენ კანონის უზენაესობასა და საქართველოს დემოკრატიულ ფასეულობებს. როგორც ამ დღეებში ვთქვით, ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვართ ცოტა ხნის წინ წარდგენილი „უცხოური აგენტების” შესახებ კანონპროექტით, რომელიც თუ საბოლოოდ გახდება კანონი, მოახდენს სტიგმატიზაციას და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებს საქართველოს მოქალაქეებისა, რომელიც მათ საზოგადოებაში უკეთესი მომავლის შექმნას ცდილობენ. კრემლისგან შთაგონებული ამ კანონპროექტების წინ წაწევა შეუთავსებელია ქართველი ხალხის ევროპული ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების ნათელ სურვილთან. გვჯერა, რომ ამ კანონების გაგრძელება დააზიანებს საქართველოს ურთიერთობებს მის სტრატეგიულ პარტნიორებთან და საფრთხეს შეუქმნის მის ევროატლანტიკურ მომავალს. ეს სურვილები ქართველი ხალხის მისწრაფებების გულშია, პროექტია, რომელსაც ქართველი ხალხი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ათწლეულების განმავლობაში მიჰყვებოდა. აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, საქართველოს ევროპასა და ევროკავშირში უფრო მეტი ინტეგრაციას სურს - ეს ყველაფერი ნაწილია იმ დებატების კონტექსტში, რომლებიც ახლა თბილისში მიმდინარეობს”, - განაცხადა ნედ პრაისმა. აშშ იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება, ისევე როგორც ყველა ხელისუფლება მსოფლიოს მასშტაბით, ასახავს მათი ხალხის მისწრაფებებს. ნედ პრაისის თქმით, აშშ ქართველი ხალხის და მისი მისწრაფებების გვერდით დგას. „რაც ეხება იმას, რასაც ახლა ვხედავთ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მხარს ვუჭერთ მსოფლიოს მასშტაბით მოქალაქეების მიერ მათი უნივერსალური უფლებების გამოყენებას. შეკრების თავისუფლება უნივერსალური უფლებაა, მშვიდობიანი პროტესტი უნივერსალური უფლებაა, გამოხატვის თავისუფლება უნივერსალური უფლებაა. ყოველთვის მათ გვერდით ვდგავართ, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს მის უნივერსალურ უფლებებს. რაც ეხება ამ კანონპროექტებს, ეს საბოლოო ჯამში ქართველი ხელისუფლებისადმი კითხვაა. ამაზე ჩვენი შეხედულებები ძალიან მკაფიოდ გამოვხატეთ, როგორც საქართველოს პარტნიორმა ათწლეულების განმავლობაში. გვსურს, ვიყოთ იმ პოზიციაში, რომ შეგვეძლოს ამის გაგრძელება. აშკარაა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნებისა და ორგანიზაციების რიცხვია, რომელიც ამ შეშფოთებას იზიარებს. გაგვიგია ევროკავშირისგან, გაეროსგან, მაგრამ ხმები, რომლებსაც ყველაზე საყურადღებოა, წუხილია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისგან და დამოუკიდებელი აქტორებისგან, რომლებიც ლოგიკურად შეშფოთებულები არიან, რომ ამ კანონების მიღება და რატიფიცირება შეზღუდავს და ხელს შეუშლის მათ შესაძლებლობას, გამოიყენონ ის ფუნდამენტური უნივერსალური უფლებები, რომლებსაც აქვთ ადგილი ამ პროტესტებზე”, - განაცხადა ნედ პრაისმა. გუშინდელი ბრიფინგიდან ნახეთ ნედ პრაისი: გვაქვს ინსტრუმენტები, რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემს, პასუხისმგებლობა დავაკისროთ ნებისმიერს, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის საყოველთაო უფლებების შეზღუდვაზე

ზურაბ ჯაფარიძისა და პარლამენტთან დაკავებული სხვა პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

პარლამენტთან დაკავებული, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისა და ამავე პარტიის წევრის, ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ამასთან, 7 მარტს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი სხვა მანიფესტანტების სასამართლო პროცესიც მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. 7 მარტს დაკავებულების სულ სამი პროცესი გაიმართა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს 2 000 ლარიანი, ხოლო მეორეს, 2 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. აქციის ერთ-ერთი მონაწილის ადვოკატის შუამდგომლობით პროცესი გადაიდო. პოლიცია რუსთაველზე აქციის დაშლას 7-8 მარტს წყლის ჭავლისა და ცრემლმდენი გაზის გამოყენებით ცდილობდა.  

Freedom House: შეშფოთებულები ვართ საქართველოში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ძალადობის გამო

Freedom House განცხადებას ავრცელებს. „შეშფოთებულები ვართ საქართველოში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის „უცხოური აგენტების” კანონპროექტის გარშემო ძალადობის გამო. მშვიდობიანი შეკრების ფუნდამენტური უფლება დაცული უნდა იყოს ბენზინის ბომბებისგან, ცრემლმდენი გაზისა და წყლის ჭავლისგან. ასევე ვიმეორებთ ჩვენს შეშფოთებას „უცხოური აგენტების” შესახებ შემოთავაზებული კანონის გამო და კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს კანონპროექტს”, - აღნიშნულია განცხადებაში.  

შსს: აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების მიერ, მიმდინარე წლის 7 და 8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა. საერთო ჯამში აქციებზე დაკავებული 133 პირიდან, 132 თავისუფალია, ერთი პირი კი პატმრობაში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის რჩება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, ხოლო დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 7 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს ერთი პირი - 2001 წელს დაბადებული თ.ა.“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შსს-ს ცნობით, დაკავებულთა ნაწილი წარდგენილ იქნა სასამართლოს წინაშე, ხოლო დანარჩენი პირები გათავისუფლდნენ წინასწარი დაკავების მოთავსების იზოლატორში ყოფნის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის საფუძველზე. „7-8 მარტს მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით გრძელდება. ტარდება საგამოძიებო მოქმედებები იმ პირთა დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

10 მარტს პლენარული სხდომის პარალელურად პარლამენტთან აქცია გაიმართება

რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის ორგანიზატორებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, ხვალ 11:00 საათზე კვლავ შეიკრიბონ. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში, 10 მარტს, ბიუროს სხდომა ჩაინიშნა, რის შემდეგაც პლენარული სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში იქნება მხოლოდ ერთი საკითხი, კერძოდ, ე.წ. აგენტების შესახებ პროექტის მეორე მოსმენა, რომელსაც როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა განაცხადეს, კენჭისყრაზე ჩააგდებენ. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ აქტიურად მოუწოდებდნენ ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები. უკვე 9 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, „ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ნათლად თქვა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავალია. საელჩომ დაჟინებით მოუწოდა მმართველ პარტიას, ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას. ხალხმრავალი აქცია პარლამენტთან ახლაც მიმდინარეობდა. პროტესტში აქტიურად მონაწილეობენ სტუდენტები. ისინი ითხოვენ 7-8 მარტის აქციაზე დაკავებული ყველა პირის გათავისუფლებას და  კანონპროექტების ოფიციალურ დონეზე უარყოფას. აქციის მონაწილეებისთვის უნდობლობას იწვევს მმართველი გუნდის წევრთა განცხადებები, რომ კანონი ჩავარდება პირველივე სხდომაზე. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება, ის უნდა ჩავარდეს სესიაზე - კონსტიტუციონალისტი შეგახსენებთ, 7-8 მარტს სპეცრაზმი აქციის მონაწილეტა დაშლას ცდილობდა, თუმცა რუსთაველზე პროტესტი არ შეწყვეტილა. რატომ მიიჩნევს მმართველი პარტია, რომ კანონპროექტის გაწვევის მიუხედავად, საზოგადოებას მისი მიზნები „უკეთ უნდა განემარტოს“

მივესალმები ხელისუფლების სწორ გადაწყვეტილებას, გაითვალისწინოს ხალხის რეალური ძალა - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას „გამარჯვება მიულოცა“ მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ ხალხმრავალი პროტესტის მერე განაცხადა ე.წ. უცხოური აგენტების თაობაზე კანონპროექტების გაწვევის შესახებ. სალომე ზურაბიშვილის თქმით, პარტნიორებმა დაინახეს საქართველოს ევროპული გზის მიმართ ეს არაჩვეულებრივი განწყობა და ნამდვილად ხალხის ნება. ახლა კი, პარტნიორების სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა იყოს საქართველოს სასარგებლოდ, რადგან საქართველომ დაანახა სად დგას, რა უნდა და ამაში არავის არ შეიძლება, ეჭვი შეეპაროს. ამავდროულად, ზურაბიშვილის თქმით, ეს იყო პირველი ნიშანი დეპოლარიზაციის და პირველი ნაწილი ევროკომისიის რეკომენდაციების ამით შესრულებულია.მენდაციების ამით შესრულებულია. ხელისუფლებამ არ გაბედოს და არ სცადოს კიდევ პოლარიცაზია შემოიტანოს ამ დაწყნარებულ საზოგადოებაში, რომელმაც იცის სად მიდის, საითკენ მიდის და როგორ უნდა წავიდეს“. ნებისმიერ კანონს და ეს მე სულ ადრე მქონდა ნათქვამი, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ჩვენს ევროპულ გზასთან, ნებისმიერ კანონს დავადებ ვეტოს და ეს ვეტო უკვე აღარაა ცარიელი ვეტო, რადგანაც ამ ვეტოს უკან დგახართ თქვენ, და მე ვარ თქვენი იმედით, თქვენ თუ ხართ ჩემი იმედით, მე ნამდვილად მაქვს თქვენი იმედი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. „პირველ რიგში მინდა მთელს საზოგადოებას მოულოცო ეს პირველი ასეთი გამარჯვება. მივესალმები სწორ გადაწყევტილებას მიღებული ხელისულფების მიერ, რომ გამოეწვია ეს კანონი. ეს მისგან არის გადაწყვეტილება, რომ გაითვალისწინოს ხალხის რეალური ძალა, ის, რაც გამოჩნდა თბილისის ქუჩებში. ის ერთიანობა, რომელიც არ შეიძლება, რომ თუ ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, დემოკრატიულ ქვეყანაში არ შეიძლება რომ მთავრობამ და პარლამეტმა არ გაითვალისწინოს ხალხის ხმა, ხალხის ნება. ეს ხალხის ნება გამოჩნდა არაჩვეულებრივად. გამოჩნდა არა მხოლოდ საქართველოში, გამოჩნდა ასევე საზღვარგარეთ. მთელმა ჩვენმა პარტნიორებმა დაინახეს საქართველოს ევროპული გზის მიმართ ეს არაჩვეულებრივი განწყობა და ნამდვილად ხალხის ნება. ეს იყო ამავდროულად პირველი ნიშანი დეპოლარიზაციის, რამეთუ ამ ერთი მიზნის ირგვლის ყველა იყო გაერთიანებული და ეს გაერთიანება საზოგადოების ძალიან კარგად გამოჩნდა. და ეს გაერთიანება არ არის ერთი დღით. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს გაერთინება გამოიხატება ნებისმეირ ეტაპზე ჩვენს ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ამ გზაზე მე უკვე გითხარით, რომ თქვენ გვერდით ვარ. ნუ გეშინიათ. ხელისუფლების მიმართ არის და გასაგებია რატომაც, უნდობლობა ამ გზაზე და ნუ გეშინიათ რას იზავენ, რომელ კანონს შემოიტანენ თუ გაიტანენ - ნებისმიერ კანონს და ეს მე სულ ადრე მქონდა ნათქვამი, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ჩვენს ევროპულ გზასთან, ნებისმიერ კანონს დავადებ ვეტოს და ეს ვეტო უკვე აღარაა ცარიელი ვეტო, რადგანაც ამ ვეტოს უკან დგახართ თქვენ, და მე ვარ თქვენი იმედით, თქვენ თუ ხართ ჩემი იმედით, მე ნამდვილად მაქვს თქვენი იმედი. მეამაყება საქართველოს ახალგაზრდობა და არა მხოლოდ ახალგაზრდობა. მეამაყება ყველა ის ადამიანი, რომელიც გამოვიდა, რომელმაც გამოხატა თავისი ნება და თავისი ევროპულობა. ეს არაა პირველად საქართველოს ისტორიაში და ეს არის ის, რითაც ჩვენ სწორედ მოვდივართ და რატომღაც ჩვენ აქ ვართ სადაც ვართ და მივაღწიეთ ამდენს. მე აქ ვარ ამერიკაში და მექნება კიდევ მნიშვნელოვანი შეხვედრები და არა მხოლოდ აქ. იმიტომ, რომ დღეს საჭიროა, რომ ჩვენ გავამაგროთ ჩვენი პოზიციები და ამ პოზიციების გამაგრებაში თქვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვანია და ეს უნდა გავაჟღერო და მივიტანი ყველგან, ყველა ჩვენს პარტნიორთან, რომ ჩვენ მათ გავაგებინოთ, რომ ახლა მათი სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა იყოს საქართველოს სასარგებლოდ, რადგან საქართველომ დაანახა სად დგას, რა უნდა და ამაში არავის არ შეიძლება, ეჭვი შეეპაროს. კიდევ ერთხელ, მეამაყებით. თქვენ გვაჩვენეთ დეპოლარიზაცია, პირველი ნაწილი რეკომენდაციების ამით შესრულებულია. ხელისუფლებამ არ გაბედოს და არ სცადოს კიდევ პოლარიცაზია შემოიტანოს ამ დაწყნარებულ საზოგადოებაში, რომელმაც იცის სად მიდის, საითკენ მიდის და როგორ უნდა წავიდეს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ აქტიურად მოუწოდებდნენ ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები. უკვე 9 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, „ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ნათლად თქვა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავალია. საელჩომ დაჟინებით მოუწოდა მმართველ პარტიას, ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას. ხალხმრავალი აქცია პარლამენტთან ახლაც მიმდინარეობს. პროტესტში აქტიურად მონაწილეობენ სტუდენტები. ისინი ითხოვენ 7-8 მარტის აქციაზე დაკავებული ყველა პირის გათავისუფლებას და  კანონპროექტების ოფიციალურ დონეზე უარყოფას. აქციის მონაწილეებისთვის უნდობლობას იწვევს მმართველი გუნდის წევრთა განცხადებები, რომ კანონი ჩავარდება პირველივე სხდომაზე. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება, ის უნდა ჩავარდეს სესიაზე - კონსტიტუციონალისტი შეგახსენებთ, 7-8 მარტს სპეცრაზმი აქციის მონაწილეტა დაშლას ცდილობდა, თუმცა რუსთაველზე პროტესტი არ შეწყვეტილა. რატომ მიიჩნევს მმართველი პარტია, რომ კანონპროექტის გაწვევის მიუხედავად, საზოგადოებას მისი მიზნები „უკეთ უნდა განემარტოს“